ნალაკო

ვიტოვებთ ძაღლებს ოჯახურ გარემოში, სადაც არ მოაკლდებათ სითბო, ყურადღება და სიყვარული.

ნალაკოს პატრონი რუსოს კომენტარი:

“ძალიან მიხარია რომ მე და ნალამ ლელა აღმოვაჩინეთ. ნალა პანდემიის დროს ავიყვანე და 2 წელი სულ მასთან ერთად გავატარე, თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით.
როცა სახლიდან გასვლა დავიწყე, ეს ძაღლისთვის რთული მისაჩვევი აღმოჩნდა, მით უფრო – თუ ეს ღამითაც ხდება და დიდი ხნით დატოვება მიწევს. ლელასთან კი ნალამ ეს მთავარი დანაკლისი იპოვა – მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, დიდი სითბო და სიყვარული, ასე ვთქვათ – “პერსონალური ყურადღება”, რაც მას ასე უყვარს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ლელა საქმეს: მუდმივად მაწვდიდა ინფორმაციას ძაღლის კვებით და სხვა ქცევებზე, არც მჭირდებოდა თხოვნა, რომ ნალას ფოტოები და ვიდეოები ხშირად გაეზიარებინა. დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ხშირად ექნება ჩვენთვის ადგილი თავის სახლში”.