ᲩᲔᲛᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ყველა ფიქრობს, რომ
საუკეთესო ძაღლი ჰყავს
და არც ერთი მათგანი არ ცდება… დიახ, ყველა გამორჩეულად საუკეთესო, ჭკვიანი, ლამაზი და უპირობოდ ერთგულია.
უილიამ ბრიუს კამერონმა თქვა «როდესაც ძაღლს აიყვანთ, თქვენ უამრავი კარგი და ერთი ძალიან ცუდი დღე გექნებათ ცხოვრებაში» და ეს დღე დადგა, ძალიან ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა მე ჩემი ბიჭი გავუშვი ცისარტყელაზე…
გადავწყვიტე მომეკიდა იმ საქმისთვის ხელი, რომელიც ამ სიცარიელეს შემივსებდა და ხალისს დამიბრუნებდა. შინაური ცხოველების ძიძა… ეს არის ის საქმე, რომელიც მე მაბედნიერებს.
ᲠᲐᲡ ᲒᲗᲐᲕᲐᲖᲝᲑᲗ
თქვენს ოთხფეხა მეგობარს ოჯახურ გარემოს, სადაც დახვდებათ სითბო, ყურადღება, ურთიერთობა და უსაზღვრო სიყვარული.
ᲒᲐᲘᲒᲔ ᲛᲔᲢᲘᲩᲔᲛᲘ ᲡᲢᲣᲛᲠᲔᲑᲘ
პორტფოლიო
ამათ სიყვარულზე წრფელი და უანგარო არაფერი არსებობს დედამიწაზე….
კიკი
ქუჩაში დაგდებული, მომაკვდავი ლეკვი აიყვანა…უმკურნალა,ყურადღება არ მოაკლო,
და ბელგიაში გააჩუქა საოცრად თბილ ოჯახში.სიცოცხლე და ბედნიერი ცხოვრება აჩუქა კიკის ერთმა საოცარმა გოგომ
და უღრმესი მადლობა მას…..მიყვარხარ კიკი
დანტე
სიყვარულის ვულკანური ამოფრქვევა
ვინი
გაიცანით – ვინსენტ ჩიქობავა ჰიპერ აქტიური, ანცი და მოუსვენარი ბიჭი :))
კლიენტების კომენტარები
«კიკი ძალიან ავად იყო, ენტერო ვირუსით დაავადებული ვიპოვე ქუჩაში, თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო, გადარჩა და დღეს ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება აქვს, ეს გზა არ იყო ადვილი, ბევრი ადამიანის და მათ შორის ლელას დამსახურებაც არის მისი კარგად ყოფნა, ნაავადმყოფარს და ქუჩაში ნაცხოვრებს ლელასთან მიყვანის თანავე დაეტყო მოვლა-პატრონობა. ლელასთან ურთიერთობა იყო უაღრესად სასიამოვნო. პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ მას არა მარტო უყვარს ძაღლები, არამედ მათზე მზრუნველობა და ურთიერთობა აბედნიერებს. არ დამავიწყდება ლელას ცრემლები, როცა კიკის ემშვიდობებოდა ბელგიაში გაფრენის დღეს, როგორ ჩაუფინა კონტეინერში თავისი მაისური, რომ კიკის თვითმფრინაში, უცხო გარემოში ნაცნობი სუნი ეგრძნო და მშვიდად ყოფილიყო…. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, სანდო და გულისხმიერი ადამიანია.»
ეკა
კიკის პატრონი
“ჩვენი ძიძა საუკეთესო აღმოჩნდა საუკეთესოებს შორის, რადგან სულ რაღაც 3 თვის, მოუსვენარი, გარეთ სიარულს მიუჩვეველი და ბევრი ბევრი ყეფის მოყვარული ლეკვი ისე შეიყვარა, 5 დღის შემდეგ სახლში აღარ მოგვყვებოდა. გარდა იმისა, თავად რომ საოცრად უყვარს ძაღლები, მგონი პატრონებსაც პრობლემას გვიჩენს გავხდეთ მასავით მოსიყვარულე და მზრუნველები. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ლელას და მე პირადად ძალიან მშვიდად ვარ, როცა სადმე წასვლას ვგეგმავ. დანტეს საუკეთესო მეგობარი, მასზე კარგად იზრუნებს”.
თეონა
დანტეს პატრონი
ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა იმ მომენტში აღმოგაჩინე, ძალიან რთულია როდესაც თუნდაც ერთი კვირით გიწევს გამგზავრება და ვერავის ვერ ანდობ, ყველამ კარგად ვიცით ძირითადად რაც ხდება მსგავსი მომსახურეობის მიღმა სამწუხაროდ…. ასე რომ მადლობა ჩემგან და ვინისგან ასეთი სიყვარულისთვის თბილი გარემოსთვის და იმისთვის რომ აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი როგორც სახლში ზუსტად ისე გრძნობდა თავს, და სტრესის გარეშე დამთავრდა ჩემთვისაც და ვინისთვისაც ეს დაშორება.
თეო
ვინის პატრონი
თუ გიყვართ ცხოველები და გსურთ ძიძად მუშაობა შემომიერთდით
ᲒᲐᲡᲐᲝᲪᲐᲠᲘ
Ჩემი გუნდი
გაიცანით ჩემი გუნდის წევრები. თვითოეულ მათგანს ვიცნობ პირადად და ვენდობი. მათ პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარება. ვიცი როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, არიან თბილები და ყურადღებიანი ცხოველების მიმართ.
ლელა
ძიძა
ლელა – ცხოველების მოყვარული, პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, ცხოველებთან ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება.
თათია
ძიძა
თათია – არის პასუისმგებლიანი და მოსიყვარულე ოთხფეხთა მიმართ.
ცხოველებთან 10 წლიანი გამოცდილება.
ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲔᲑᲘ
დამიკავშირდით
ტელეფონი: (+995) 555 00 70 51
Viber: (+995) 555 00 70 51
WhatsApp: +7 966 025 24 67
Facebook: http://facebook.com/piko.ge
Contact form will be displayed here. To activate it you have to set the "contact form shortcode" parameter in Customizer.