თბილისი / Tbilisi

მშვიდი ოჯახური ზრუნვა თქვენი ძაღლისთვის, სანამ თქვენ არ ხართ.

პატარა, პერსონალური dog sitting სერვისი სეირნობით, ნაცნობი რუტინით, ყოველდღიური ფოტოებით და მშვიდი ოჯახური გარემოთი.

ინდივიდუალური ყურადღება ფოტო/ვიდეო ყოველდღე ფასი 35 ₾-დან
30+ წელი ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება
1:1 პერსონალური ყურადღება
ყოველდღე ფოტო და ვიდეო განახლებები
სახლი არა ვოლიერის გარემო

ჩემს შესახებ

ყველა ფიქრობს, რომ საუკეთესო ძაღლი ჰყავს და არც ერთი მათგანი არ ცდება…

დიახ, ყველა გამორჩეულად საუკეთესო, ჭკვიანი, ლამაზი და უპირობოდ ერთგულია.

უილიამ ბრიუს კამერონმა თქვა «როდესაც ძაღლს აიყვანთ, თქვენ უამრავი კარგი და ერთი ძალიან ცუდი დღე გექნებათ ცხოვრებაში» და ეს დღე დადგა, ძალიან ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა მე ჩემი ბიჭი გავუშვი ცისარტყელაზე…

გადავწყვიტე მომეკიდა იმ საქმისთვის ხელი, რომელიც ამ სიცარიელეს შემივსებდა და ხალისს დამიბრუნებდა. შინაური ცხოველების ძიძა… ეს არის ის საქმე, რომელიც მე მაბედნიერებს.

30+ წელი ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება ოჯახური გარემო სიყვარულით სავსე ზრუნვა

სერვისები

მოქნილი ზრუნვა მოკლე ვიზიტებისთვის, მოგზაურობისთვის და დატვირთული დღეებისთვის.

თითოეული ძაღლი თავისი ხასიათით და რიტმით მოდის. კვება, სეირნობა, თამაში და დასვენება მაქსიმალურად ახლოს რჩება მის ჩვეულ რეჟიმთან.

01

დღის მოვლა

რამდენიმე საათით ან მთელი დღით, როცა თქვენი გრაფიკი გადატვირთულია.

02

ღამის დარჩენა

მყუდრო ოჯახური გარემო მშვიდი საღამოებით და დილის სეირნობით.

03

ხანგრძლივი ზრუნვა

დაგეგმილი დარჩენა მოგზაურობის, საქმიანი ვიზიტის ან შვებულების დროს.

04

ლეკვის რეჟიმი

სითბოთი სავსე ზრუნვა, ხშირი დასვენება და მოთმინებით სავსე სოციალური დრო — წინასწარი შეთანხმებით.

ფასები და პირობები

გაეცანით მომსახურეობის ფასებს და დატოვების აუცილებელ პირობებს.

ცხოველების ძიძა ეხმარება თათების პატრონებს, დატოვონ თავისი ოთხფეხა მეგობრები ოჯახურ გარემოში, სადაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს.

1 დღის ფასი ლარი
წონა (კგ) 1 დღის ფასი
5-მდე შეთანხმებით (35 ₾-დან)
5-740 ₾
7-15 45 ₾
15-30შეთანხმებით (50 ₾-დან)

სადღესასწაულო დღეებში 1 დღის ფასი იზრდება +15 ლარით.

01

დატოვების აუცილებელი პირობები

უნდა ჰქონდეს გაკეთებული გეგმიური აცრები, დამუშავებული ჭიაზე და პარაზიტებზე, ასევე საჭიროა ვეტ-ექიმის ტელეფონის ნომერი.

02

თან უნდა იქონიოთ

წყლის და საჭმლის ჯამი, საკვები, საწოლი თუ აქვს, თათების გასამშრალებლად პირსახოცი ან სველი ხელსახოცები და სათამაშოები.

03

უსაფრთხოებისთვის

ყველა სტუმრის სიმშვიდისთვის არ ვიღებ აგრესიული ქცევის მქონე ძაღლებს, აუცილებელი აცრების გარეშე ან ისეთ მდგომარეობაში, როცა საჭიროა მუდმივი ვეტერინარული მეთვალყურეობა.

ძაღლის ძიძა თბილისში სახლი, არა ვოლიერი ყოველდღიური ფოტოები

ძაღლის ძიძა თბილისში

როდესაც ძაღლს სჭირდება მშვიდი ადამიანი, ნაცნობი რიტმი და ნამდვილი სახლის გარემო.

Piko Care არის ძაღლის ძიძის და სახლში დატოვების მომსახურება თბილისში მათთვის, ვისაც არ სურს ძაღლი სასტუმროში დატოვოს. აქ ძაღლი რჩება ოჯახურ გარემოში, იღებს ინდივიდუალურ ყურადღებას, სეირნობას და ყოველდღიურ ფოტო/ვიდეო განახლებებს.

ასეთი dog sitting განსაკუთრებით კარგია მგრძნობიარე, პატარა, ასაკოვანი ან ძალიან ადამიანზე მიჩვეული ძაღლებისთვის. გაცნობითი საუბრისას წინასწარ ვიგებ კვების წესს, სეირნობის დროს, ხასიათს და ჯანმრთელობის დეტალებს, რომ დარჩენა იყოს მშვიდი როგორც ძაღლისთვის, ისე პატრონისთვის.

ხშირი კითხვები

ყველაფერი, რაც პატრონს ძაღლის დატოვებამდე აინტერესებს.

რა ღირს ძაღლის ძიძა თბილისში?

5 კგ-მდე ძაღლის ფასი შეთანხმებით იწყება 35 ₾-დან. 5-7 კგ — 40 ₾, 7-15 კგ — 45 ₾, 15-30 კგ — შეთანხმებით (50 ₾-დან). სადღესასწაულო დღეებში დღიური ფასი იზრდება +15 ₾-ით.

რა პირობებია ძაღლის დატოვებისთვის?

საჭიროა გეგმიური აცრები, ჭიაზე და პარაზიტებზე დამუშავება და ვეტერინარის ტელეფონის ნომერი.

რა უნდა მოვიტანო?

წყლის და საჭმლის ჯამი, საკვები, საწოლი თუ აქვს, პირსახოცი ან სველი ხელსახოცები, სათამაშოები.

მივიღებთ ფოტოებს?

დიახ, პატრონი იღებს ყოველდღიურ ფოტო და ვიდეო განახლებებს, რომ მშვიდად იცოდეს როგორ გრძნობს თავს ძაღლი.

რით განსხვავდება სახლში დატოვება ძაღლების სასტუმროსგან?

ძაღლი რჩება ოჯახურ გარემოში. მას აქვს მეტი პირადი ყურადღება, სეირნობა, ნაცნობი რეჟიმი და ყოველდღიური ფოტო ან ვიდეო განახლებები.

რამდენი ხნით ადრე ჯობს დაჯავშნა?

რაც შეიძლება ადრე, განსაკუთრებით შვებულებების და სადღესასწაულო დღეების წინ, რომ მშვიდად მოვასწროთ გაცნობა და რეჟიმის დაგეგმვა.

რომელი ძაღლებისთვის არის კარგი dog sitting?

განსაკუთრებით პატარა, ასაკოვანი, მგრძნობიარე ან ადამიანზე ძალიან მიჩვეული ძაღლებისთვის, რომლებსაც სახლში ყოფნა უფრო ამშვიდებთ.

ბედნიერი პუდელი Piko Care-ის ოჯახურ გარემოში

როგორ მუშაობს

მარტივი გზა პირველი შეტყობინებიდან ბედნიერ დაბრუნებამდე.

  1. დაჯავშნის მიზნით მომწერეთ თქვენს ძაღლზე ასაკი, ზომა, ხასიათი, კვება, ჯანმრთელობა და თარიღები.
  2. გავიცნოთ დარჩენამდე მოკლე შეხვედრა ყველას უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს.
  3. ზრუნვა იწყება მშვიდად ვიცავთ რუტინას და ყოველდღე გიგზავნით სიახლეებს.
  4. წაყვანა და მოკლე ანგარიში გაიგებთ როგორ იკვება, სეირნობდა და როგორ ხასიათზე იყო.

ჩემი სტუმრები

ინდივიდუალური ზრუნვა ოჯახურ გარემოში.

ნდობა

რეალური კომენტარები პატრონებისგან.

ეკა - კიკის პატრონი
ეკა კიკის პატრონი

"პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ლელას არა მარტო უყვარს ძაღლები, არამედ მათზე მზრუნველობა აბედნიერებს. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, სანდო და გულისხმიერი ადამიანია."

ისტორიის ნახვა
თეონა - დანტეს პატრონი
თეონა დანტეს პატრონი

"ჩვენი ძიძა საუკეთესო აღმოჩნდა საუკეთესოებს შორის. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ლელას და ძალიან მშვიდად ვარ, როცა სადმე წასვლას ვგეგმავ."

ისტორიის ნახვა
თეო - ვინის პატრონი
თეო ვინის პატრონი

"მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, თბილი გარემოსთვის და იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყავი: ვინი როგორც სახლში, ზუსტად ისე გრძნობდა თავს."

ისტორიის ნახვა
რუსო - ნალას პატრონი
რუსო ნალას პატრონი

"ლელასთან ნალამ იპოვა მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, დიდი სითბო და სიყვარული. ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად მიზიარებდა, თხოვნაც კი არ მჭირდებოდა."

ისტორიის ნახვა

დაჯავშნა

გამოგზავნეთ თარიღები და რამდენიმე დეტალი თქვენს ძაღლზე.

გიპასუხებთ ხელმისაწვდომობაზე, სავარაუდო ფასზე და გაცნობის საუკეთესო დროზე.

* ტელეფონი და Viber — ქართული ნომერია. WhatsApp — სწრაფი შეტყობინებისთვის.

რა მივწეროთ შეტყობინებაში
  • თარიღები და დღეების რაოდენობა
  • ძაღლის ასაკი, წონა და ჯიში
  • კვება, სეირნობის რეჟიმი და ხასიათი
  • აცრები, ჯანმრთელობა და სხვა ძაღლებთან ურთიერთობა