ისტორია
კიკი
კიკი Piko Care-ის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორიაა. ის ქუჩაში იპოვეს მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მოვლამ, მკურნალობამ და დიდმა სიყვარულმა შედეგი გამოიღო. დღეს კიკი ბედნიერად ცხოვრობს თბილ ოჯახში ბელგიაში.
კიკი ძალიან ავად იყო, ენტერო ვირუსით დაავადებული ვიპოვე ქუჩაში, თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო, გადარჩა და დღეს ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება აქვს. ეს გზა არ იყო ადვილი, ბევრი ადამიანის და მათ შორის ლელას დამსახურებაც არის მისი კარგად ყოფნა.
ნაავადმყოფარს და ქუჩაში ნაცხოვრებს ლელასთან მიყვანისთანავე დაეტყო მოვლა-პატრონობა. ლელასთან ურთიერთობა იყო უაღრესად სასიამოვნო. პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ მას არა მარტო უყვარს ძაღლები, არამედ მათზე მზრუნველობა და ურთიერთობა აბედნიერებს.
არ დამავიწყდება ლელას ცრემლები, როცა კიკის ემშვიდობებოდა ბელგიაში გაფრენის დღეს, როგორ ჩაუფინა კონტეინერში თავისი მაისური, რომ კიკის თვითმფრინავში, უცხო გარემოში ნაცნობი სუნი ეგრძნო და მშვიდად ყოფილიყო. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, სანდო და გულისხმიერი ადამიანია.
ეკა, კიკის პატრონი
ფოტოები