ისტორია
ნალა
ნალა პანდემიის დროს აიყვანეს და დიდხანს თითქმის მუდამ პატრონთან ერთად იყო. ამიტომ მისთვის მარტო დარჩენა რთული იყო. Piko Care-ში ნალამ იპოვა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა: მუდმივი ყურადღება, სითბო და მშვიდი ოჯახური გარემო.
ძალიან მიხარია რომ მე და ნალამ ლელა აღმოვაჩინეთ. ნალა პანდემიის დროს ავიყვანე და 2 წელი სულ მასთან ერთად გავატარე, თითქმის 24 საათი ერთად ვიყავით. როცა სახლიდან გასვლა დავიწყე, ეს ძაღლისთვის რთული მისაჩვევი აღმოჩნდა, მით უფრო - თუ ეს ღამითაც ხდება და დიდი ხნით დატოვება მიწევს.
ლელასთან კი ნალამ ეს მთავარი დანაკლისი იპოვა - მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, დიდი სითბო და სიყვარული, ასე ვთქვათ - “პერსონალური ყურადღება”, რაც მას ასე უყვარს.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ლელა საქმეს: მუდმივად მაწვდიდა ინფორმაციას ძაღლის კვებით და სხვა ქცევებზე, არც მჭირდებოდა თხოვნა, რომ ნალას ფოტოები და ვიდეოები ხშირად გაეზიარებინა. დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ხშირად ექნება ჩვენთვის ადგილი თავის სახლში.
რუსო, ნალას პატრონი
ფოტოები